ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
ამობეჭდვა · 2017-11-06 22:19:00 · 552 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება.

7-8 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში  იწვიმებს, მაღალმთაში კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

9 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

დედაქალაქში 7- 9 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

11 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.



ავტორი: Mediamall.ge