მექსიკაში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-06 23:12:06 · 111 ნახვა

მექსიკაში დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეებზე თავდასხმა მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 6 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკური მედია ავრცელებს.

შემთხვევა გუანახუატოს შტატში მოხდა.

თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.

დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. 



ავტორი: Mediamall.ge