ბიორკმა სამშობლოში ქართველი მხატვრის ნამუშევარი წაიღო
ამობეჭდვა · 2017-11-07 00:08:45 · 339 ნახვა

ბიორკი საქართველოდან საჩუქრების გარეშე არ წასულა - ისლანდიელმა მომღერალმა სამშობლოში  ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნინო პაიჭაძის ნამუშევარი წაიღო.

2014 წელს შესრულებულ ნახატზე გამოსახულია ბიორკი. მომღერლის გამოსახულება აღებულია ბიორკის სიმღერის Pagan Poetry ვიდეოკლიპიდან. ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ გვერდზე ნინო პაიჭაძემ გამოაქვეყნა. 

„მეგობრებო! ძალიან ბედნიერი ამბავი მაქვს. ორგანიზატორებმა შემატყობინეს, რომ ბიორკმა ნახატი წაიღო“, - წერს მხატვარი.

ბიორკი: საქართველო ჩემთვის სასიამოვნო გამოცდილებაა 24 წლის ნინო პაიჭაძე თბილისში ცხოვრობს და ამჟამად იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში (Japanese Language & Culture Center) კრეატიული დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც ნინო პაიჭაძემ ისლანდიელ მომღერალს მიუძღვნა.



ბიორკმა ორი სოლო კონცერტი გამართა თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის SOU ფარგლებში. კონცერტზე დასასწრები ბილეთი მომღერლის თაყვანისმცემლებმა 25 ქვეყნიდან შეიძინეს, რაც საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელია.

 



ავტორი: Mediamall.ge