მორიგი აფეთქება სირიაში, დაჭრილია 4 რეპორტიორი
ამობეჭდვა · 2017-11-07 01:36:50 · 148 ნახვა

ცოტა ხნის წინ, სირის ქალაქ დეირ ეზ-ზორის ტერიტორიაზე, ნაღმის აფეთქების შედეგად, ოთხი რეპორტიორი დაიჭრა.
NTV თანამშრომლები - ილია უშენინი და თემურ ვორონოვი, ასევე ტელეარხ ,,Звезда"-ს ჟურნალისტები კონსტანტინ ხუდოლეევი და დიმიტრი სტაროდუბსკი რუსული შეიარაღებული დანაყოფის რამდენიმე დაჭრილ ჯარისკაცთან ერთად, ,,Хмеймим"-ის ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ შინ დაბრუნება უმოკლეს დროში შეძლონ.



ავტორი: MediaMall.ge