სიდნეის სკოლაში ავტობუსის შეჭრის შედეგად 2 მოსწავლე დაიღუპა
ამობეჭდვა · 2017-11-07 08:33:51 · 174 ნახვა

სიდნეიში, დაწყებითი სკოლის შენობაში ავტობუსის შეჭრის შედეგად, 2 ბავშვი დაიღუპა და 21 დაშავდა. ინფორმაციას ტელეკომპანია ABC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კლასში ამ დროს სულ 24 მოსწავლე იმყოფებოდა.

ავტობუსს 52 წლის ქალი მართავდა, რომელიც ავარიის შედეგად არ დაშავებულა.

პოლიციამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა წინასწარი ვერსიით, მომხდარი ავტოავარია იყო. 



ავტორი: Mediamall.ge