პოლიციამ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა
ამობეჭდვა · 2017-11-07 09:28:17 · 151 ნახვა

სპეცოპერაცია ჩატარდა ცოტა ხნის წინ ქვემო ფონიჭალაში. სამართალდამცველებმა იაკობ ცურტაველის ქუჩაზე ნარკორეალიზატორი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროა ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და არაერთგზის გასაღებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე დაკავებულის ვინაობა უცნობია.  



ავტორი: Mediamall.ge