ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-07 10:26:00 · 2499 ნახვა

ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

მასვე, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის და თანამდებობის დაკავების უფლება".

გიორგი ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. 



ავტორი: MediaMall.ge