ავტოსაგზაო შემთხვევა ელბაქიძის აღმართზე
ამობეჭდვა · 2017-11-07 12:25:00 · 554 ნახვა

ელბაქიძის აღმართთან მდებარე ხიდის ქვეშ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. MediaMall.ge-ს ინფორმაციით, ადგილზე იყვნენ მობილიზებული საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები. მსუბუქი ავტომობილების შეჯახებისას, მერსედესის მარკის ავტომობილი მსუბუქად დაზიანდა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.  



ავტორი: MediaMall.ge