ნარკორეალიზატორი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-07 12:37:00 · 277 ნახვა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი - ე.წ. "სირეცი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით).



ავტორი: MediaMall.ge