გიორგი ონიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე - ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე
ამობეჭდვა · 2017-11-07 13:17:00 · 252 ნახვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე გიორგი ონიანის საქმეზე პოლიტიკურ ანგარიშსწორების ფაქტს გამორიცხავს. კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

"როცა არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველა უნდა დავემორჩილოთ, მოგვწონს თუ არა ის. ამ ადამიანთან მიმართებით, მე დიდი ხანია, მაქვს კითხვები. ჩემთვის საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ მისი დაკავება მოხდა. მე მგონია, რომ ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღესდღეობით, დადგა ის მომენტი, როდესაც უნდა აგოს პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით. არავითარი პოლიტიკური სარჩული ამის უკან არ დგას",- განაცხადა სოფო კილაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ადვოკატ გოგა ონიანს დღეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.



ავტორი: MediaMall.ge