70 წლის იაპონელ ქალს სიკვდილით დასჯიან
ამობეჭდვა · 2017-11-07 13:59:00 · 790 ნახვა

იაპონიის სასამართლომ ტისაკო კაკეხის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ВВС-ის ცნობით, 70 წლის ქალი ქმრისა და ორი საყვარელის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ქალი მსხვერპლ მამაკაცებს  ციანიდის კოქტეილს ასმევდა. მკვლელობის მოტივი კი, მოკლული მამაკაცების ქონების მისაკუთრება იყო.

ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ კაკეხი სულიერად ავადმყოფია და შესაბამისად პასუხს ვერ აგებს თავის საქციელზე. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 70 წლის ტისაკო კაკეხის ჩამოახრჩობენ. 



ავტორი: MediaMall.ge