თავდასხმა ტელევიზიაზე: პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
ამობეჭდვა · 2017-11-07 14:02:00 · 144 ნახვა

ქაბულში, ტელევიზიის შენობაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო. დაღუპულია დაცვის 20 წევრი და ტელევიზიის თანამშრომელი. 

ტელევიზია (Shamshad TV) ადასტურებს, რომ არიან დაშავებულებიც. 

ქაბულის პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ტელეკომპანიის შესასვლელთან ბომბი ააფეთქეს, დაცვის თანამშრომელი მოკლეს და შენობაში სროლით შეიჭრნენ. სამართალდამცავების მიერ ლიკვიდირებულია ერთი თავდამსხმელი.



ავტორი: MediaMall.ge