რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს არ მოემსახურება
ამობეჭდვა · 2017-11-07 14:20:00 · 1161 ნახვა

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 10 ნეომბრიდან 27 ნოემბრამდე მგზავრებს არ მოემსახურება. ამის მიზეზი რეგლამენტით გათვალისწინებული სპეციალური სამუშაოებია. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. მათი ცნობით, საბაგიროზე ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრო ნორმების შესაბამისი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის. 



ავტორი: MediaMall.ge