მუშავდება თუ არა თბილისში მდებარე ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღი - უცხოელი მეცნიერების პასუხი
ამობეჭდვა · 2017-11-07 14:40:00 · 271 ნახვა

მუშავდება თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღი - უოლტერ რიდის კვლევითმა ინსტიტუტმა “ამერიკის ხმის” შეკითხვებს წერილობით უპასუხა. 

პასუხიდან ირკვევა, რომ “ლუგარის ცენტრს ეს მიზანი არ აქვს".

"ის ექსკლუზიურადაა შექმნილი იმისთვის, რომ აწარმოოს დაავადებების მონიტორინგი. ლაბორატორია ინფექციურ დაავადებებზე დაკვირვების საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომლის მისიაც მომაკვდინებელი პათოგენებისგან და მათგან გამოწვეული დაავადებებისგან მსოფლიოს დაცვაა.”

ბეთ სკაგსი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ასევე უარყოფს ბრალდებას, რომ ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს. ეს არის “ბიო-უსაფრთხოებისა და სპეციალიზირებული ლაბორატორიული ტესტირების საწვრთნელი ცენტრი, რომელიც მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს. ლუგარის ცენტრი საქართველოს მასშტაბით ერთადერთი ადგილია, სადაც განსაკუთრებით საშიში პათოგენები მათი ინვენტარიზაციისა და უსაფრთხოდ შენახვის მიზნითაა მოთავსებული,” აცხადებს მეცნიერი.



ავტორი: MediaMall.ge