რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრები მოსკოვში მიტინგს მართავენ
ამობეჭდვა · 2017-11-07 18:15:00 · 41 ნახვა

რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრები და მხარდამჭერები ბოლშევიკური რევოლუციის მე-100 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში საზეიმო მსვლელობასა და მიტინგს მართავენ. 

რადიო თავისუფლების ცნობით, კომუნისტური პარტია გამოდის ლოზუნგებით "გაუმარჯოს სოციალისტურ რევოლუციას!“, "ვამაყობთ საბჭოთა ქვეყნით!“ და "მშვიდობა ხალხებს, მიწა გლეხებს, ქარხნები მუშებს!“ ზოგადად, რუსეთში დიდი ხმაურით არ აღნიშნავენ რევოლუციასთან დაკავშირებულ თარიღს. ხელისუფლება ბოლშევიკური რევოლუციის მე-100 წლისთავის ნაცვლად, ყურადღებას ამახვილებს მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ თარიღზე: მოსკოვში, წითელ მოედანზე 1941 წელს გამართული აღლუმის წლისთავზე. ომის ვეტერანებმა ყვავილების გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი კრემლის კედელთან.



ავტორი: MediaMall.ge