დონალდ ტრამპს პარიზმა უარი უთხრა
ამობეჭდვა · 2017-11-07 18:03:00 · 517 ნახვა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში 12 დეკემბერს დაგეგმილ კლიმატის სამიტზე მიწვეულთა რიგებში არ არის.  France Presse-ი ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. 

სამიტში 100 ქვეყნიდან ჩასული 2 ათასი დელეგატი და 800 ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს. 

როგორც ცნობილია, ივნისის დასაწყისში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება დატოვა.

 



ავტორი: MediaMall.ge