უელსის მთავრობის მინისტრმა თავი მოიკლა - BBC
ამობეჭდვა · 2017-11-07 18:24:00 · 363 ნახვა

უელსის მთავრობის მინისტრი, კარლ სარჯენტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. BBC-ის ცნობით, მან თავი მოიკლა.

გარდაცვალებამდე მინისტრის წინააღმდეგ რამდენიმე ქალი ბრალდებებით გამოვიდა, თუმცა, მათი შინაარსი არ კონკრეტდება.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს ფაქტი 3 ნოემნერს სარჯენტის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა ისე რომ,  მასაც არაფერი აუხსნეს, როგორც თავად აცხადებდა.

კარლ სარჯენტი ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო. მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო, შიდაპარტიული გამოძიებაც დაიწყო.

წყარო



ავტორი: MediaMall.ge