“ნიკორაში“ ნაყიდ პურში თაგვი იპოვეს
ამობეჭდვა · 2017-11-07 19:15:09 · 1620 ნახვა

მოქალაქე ამტკიცებს, რომ პურში, რომელიც „ნიკორაში“ იყიდა თაგვი აღმოაჩინა. მისი თქმით, პური ნუცუბიძის პლატოზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში შეიძინა.

პურის ეტიკეტის მიხედვით, პროდუქტი კომპანია „მხნეობას“ ეკუთვნის. „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელის წარმომადგენლემა „პირველ რადიოსთან" განაცხადეს, რომ პასუხისმგებლობა სწორედ პურის მწარმოებელ კომპანიას ეკისრება, რადგან შეფუთვა მიღებისას ვარგისი იყო და ვადაც შესაბამისი.



ავტორი: Mediamall.ge