91 წლის ასაკში გერმანელი ფეხბურთელი ჰანს შეფერი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 2017-11-07 19:32:44 · 141 ნახვა

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "კელნის" ექს-თავდამსხმელი ჰანს შეფერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის ვებგვერდზე გავრცელდა.

ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

შეფერი ქალაქ კელნში დაიბადა. ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში მან 17 წელი გაატარა და მის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა. ეროვნულ ნაკრებში ჰანს შეფერმა 40 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.



ავტორი: Mediamall.ge