ფრანგმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-07 19:42:14 · 126 ნახვა

ფრანგმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს, რომელთაც, გამოძიების ცნობით, მჭიდრო კავშირები აქვთ ისლამისტებთან და ევროპის ქვეყნებში მასშტაბური თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ.

ეჭვმიტანილების ნაწილი ძალოვანებმა პარიზის შემოგარენში აიყვანეს, ზოგიერთი კი იტალიის და შვეიცარიისა მოსაზღვრე რეგიონებში. მას შემდეგ, რაც ერთერთი დაკავებული შვეიცარიის მოქალაქე აღმოჩნდა, ანტიტერორისტულ ოპერაციაში შვეიცარიის პოლიციაც ჩაერთო და მეათე ეჭვმიტანილი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ის წარმოშობით კოლუმბიელი 23 წლის ქალია, რომელსაც რადიკალ ისლამისტებთან მიმოწერა ჰქონდა.



ავტორი: Mediamall.ge