ლგბტ თემის მიმართ უარყოფითი აზრის დაფიქსირების გამო, ქუთაისის მედიასკოლიდან სტუდენტი გარიცხეს
ამობეჭდვა · 2017-11-07 20:27:13 · 3132 ნახვა

ქუთაისის მედიასკოლიდან 19 წლის ანზორ სვიანაძე გარიცხეს. ანზორ სვიანიძის მტკიცებით, ამის მიზეზი, მისი მხრიდან, ლგბტ თემის მიმართ უარყოფითი აზრის დაფიქსირება გახდა. სვიანიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ფაქტის დასამტკიცებლად, იმ ფეისბუქ პოსტის ფოტო ვერსიასაც აქვეყნებს, სადაც, მისი გარიცხვის შესახებ არის საუბარი.

„დღეს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ გამრიცხა სასწავლებლიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი აზრი გამოვთქვი ლგბტ ხალხზე! გარიცხვა მოხდა საჯაროდ, მაყურებლების თანდასწრებით ანუ ჩემი ყველა სტატუსი დასქრინა და თავის გვერდზე გადაუტანა, სადაც ჩემი გარიცხვის თაობაზე ისაუბრა! ამის შემდეგ წავიდა კომენტარები და მომახდინეს უმცირესობაში.

წერდნენ სასწაულ კომენტარებს “შენს ადგილზე რომ ვიყო თავს არ ვიცოცხლებდი” შენ შვილო ისტორია წაიკითხე და მიხვდები ჭეშმარიტებასო და ა.შ. უამრავი გამლანძღველის გამო შემდეგ ეს სტატუსი წაშალა და დავრჩი ასე დამცირებული.

მე ვაგრძელებ ბრძოლას სიმართლისთვის და ვთლი რომ ჩემს მიმართ დაჩაგვრის მეთოდიკა იქნა მოყენებული. ამის გამო უახლოეს პერიოდში ვაანონსებ აქციას ახალგაზრდული ცენტრის წინ (ყოფ სულიკო)და ასევე მივმართავ შესაბამის ორგანოებს. ჩემი აზრის გამოთქმის უფლების წართმევისთვის და საჯაროდ გალანღვისთვის !!ბრძოლა გამარჯვებამდე!” – წერს ანზორ სვიანიძე.


 



ავტორი: Mediamall.ge