ჯანსუღ ჩარკვიანს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ
ამობეჭდვა · 2017-11-07 20:55:45 · 137 ნახვა

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში ხუთშაბათს დაკრძალავენ. 

ხვალ სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რის შემდეგაც, პოეტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს დილით გარდაიცვალა. 86 წლის ქართველი პოეტი 12 აგვისტოს ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 



ავტორი: Mediamall.ge