მომღერალმა ბეტ ჰარტმა ქართველ თაყვანისმცემლებს მიმართა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-11-07 21:27:15 · 437 ნახვა

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბეტ ჰარტი, თბილისში დაგეგმილ კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე, ქართველ მსმენელს ვიდეომიმართვას უგზავნის.

„ახლახან შევიტყვე, რომ რამდენიმე კვირაში ვიქნები საქართველოში. არადა მეგონა, რომ ეს ერთი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ამიტომ აღტაცებული ვარ. ახლა ვარ პრაღაში, დღეს შოუ გვაქვს. ასე რომ, 18 ნოემბერს იპოდრომზე, ჩვენ ვიქნებით თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ძალიან მიხარია, რადგან თქვენ ყოველთვის საუკეთესო ხართ“, – მიმართავს ბეტ ჰარტი ქართველ მსმენელს.

ბეტ ჰარტი 18 ნოემბერს საქართველოში უკვე მესამედ ჩამოვა. მომღერალი კონცერტს თბილისში ძველი იპოდრომის პარკში გამართავს.



ავტორი: Mediamall.ge