იტალიის სანაპიროზე 26 მოზარდი გოგოს გვამი აღმოაჩინეს
ამობეჭდვა · 2017-11-07 21:46:01 · 2965 ნახვა

იტალიის ხელისუფლება იმ 26 მოზარდი გოგონას სიკვდილის მიზეზს იძიებს, რომელთა სხეულები ხმელთაშუა ზღვაში აღმოაჩინეს. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მოზარდები შესაძლოა სექსუალურ ძალადობას ემსხვერპლნენ. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, იტალიის პოლიცია არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა გოგონები ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ. თუმცა იტალიის პოლიციის პრეფექტი აცხადებს, რომ  „ქალბატონების ნავით გადაყვანა სარისკოა, კონტრაბანდისტები ამას არ აკეთებენ, რადგან მათ შესაძლოა ყველაფერი დაკარგონ“.



ავტორი: Mediamall.ge