„თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება დაიწყო (ფოტო)
ამობეჭდვა · 2017-11-07 21:50:40 · 1052 ნახვა

„თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება დაიწყო. კერძოდ, დღეს, მიწისქვეშა გადასასვლელი სპეციალური ხსნარით დამუშავდა და ე.წ. კერხერის აპარატით მოირეცხა.

პარალელურად, დაიწყო და მიმდინარეობს განათების ქსელის მოწყობა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის იმ ნაწილში, სადაც მორეცხვითი სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. განათების სისტემის მონტაჟი ორი დღის განმავლობაში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას მიწისქვეშა გადასასვლელში დასუფთავებისა და გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება სთხოვა.


 

 



ავტორი: Mediamall.ge