მეგის ქარდავა უკრაინაში „ომარ ძანძავას“ სახელით დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-07 22:10:32 · 597 ნახვა

სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა ინტერპოლის მიერ ოთხწლიანი ძებნის შემდეგ, უკრაინაში გასულ კვირას დააკავეს. დაკავების შესახებ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გავრცელდა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, მეგის ქარდავა შეცვლილი გარეგნობით, სხვა სახელითა და გვარით და ყალბი დოკუმენტაციით დააკავეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმმა" უკრაინის სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით დაწერა. 

“პრაიმტაიმისთვის“ ასევე ცნობილი გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოღებული პასპორტები. აღნიშნული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მეგის ქარდავა „ომარ ძანძავას" სახელით და გვარით გადაადგილდებოდა. ის სწორედ ამ პირადი მონაცემებით დააპატიმრეს.

შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავას ქართული მართლმსაჯულება ადამიანების არაერთგზის წამებას ედავება. მის მიმართ ხუთ საქმეზე უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ოთხი საქმე კი ჯერაც სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა.


 



ავტორი: Mediamall.ge