ხულოში სკოლის მოსწავლე ჩამომხრჩვალი იპოვეს
ამობეჭდვა · 2017-11-07 22:44:09 · 840 ნახვა

ხულოში, სოფელ კვატიაში მე-11 კლასის მოსწავლე ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა ხულოში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ამ დრომდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



ავტორი: Mediamall.ge