8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-11-07 23:51:50 · 549 ნახვა

ვერძი
ყურადღებით იმოქმედეთ. ზუსტად გაწერილმა გეგმამაც კი შეიძლება არ მოგცეთ სასურველი შედეგი. შეიძლება შეეჯახოთ ტყუილს, სიზარმაცეს.

კურო
არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, დეტალებში გასარკვევად. ნუ გაანებივრებთ ბავშვებს ფულით. 

ტყუპი
მოერიდეთ აუდიტორიასთან კონფლიქტს, საცხოვრებლის შეცვლას, ხელშეკრულებების გაფორმებას. დაფიქრდით, სწორ გზას ადგახართ თუ არა, როგორი რეპუტაცია გაქვთ გარშემო მყოფებში. 

კირჩხიბი
ეცადეთ, გაარჩიეთ ერთმანეთისგან ჭკვიანი ადამიანი და თვითმარქვია. ნუ გახდებით გარშემო მყოფების რჩევების მსხვერპლი. სხვა დღისთვის გადადეთ გამოცდის ჩაბარება, მნიშვნელოვანი საბუთების შედგენა. 

ლომი
გაგიჭირდებათ ვალების დაბრუნება. ყურადღება გმართებთ საყიდლებისას. არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი საბუთები. მეტად დაიცავით ოჯახური ღირებულებები. 

ქალწული
მოიშორეთ დაძაბულობა და ნევროზულობა; თავდაჯერებულად იმოქმედეთ. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას. ნუ გახდებით აფერისტების მსხვერპლი. 

სასწორი
ყველას ნუ ენდობით. ისწავლეთ თეთრის შავისგან გარჩევა. სიფრთხილით აირჩიეთ მარშრუტი, თანამოსაუბრე, მკურნალობის კურსი. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. 

მორიელი
გაერკვიეთ სურვილებსა და დეტალებში. ყურადღება გმართებთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. 

მშვილდოსანი
ნუ გაწყვიტავთ პარტნიორებთან კავშირს, სანამ კარგად არ გაერკვევით სიტუაციაში. თუ პრობლემები არ გსურთ, ნუ დაარღვევთ საიმედო კავშირებს. იყავით დაკვირვებული მუშაობისას, მგზავრობისას.

თხის რქა
ყურადღება გმართებთ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი, სანამ ხელს მოაწერთ. მცირე უზუსტობამ შეიძლება სერიოზული უსიამოვნება მოგიტანოთ. 

მერწყული
აკურატული და დაკვირვებული ხართ. ნუ გასცემთ ინფორმაციას, რომელშიც დარწმუნებული არ ხართ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი თავის მიმართ. 

თევზები
ნუ გააფორმებთ დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს. მოერიდეთ უსიამოვნებას, კამათს გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ. 



ავტორი: Mediamall.ge