ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 2017-11-08 00:32:04 · 806 ნახვა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ სკვერში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მეზობლების თქმით, გარდაცვლილი 25 წლის კაცი სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.



ავტორი: Mediamall.ge