ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 2017-11-08 00:36:02 · 107 ნახვა

ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა, კიდევ 18 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 69 მსხვერპლის და 30 დაკარგულის შესახებ.

ტაიფუნი "დამრი" ვიეტნამს რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. როგორც აღნიშნავენ, ეს ვიეტნამში ბოლო 16 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყო.



ავტორი: Mediamall.ge