საუდის არაბეთში დაკავებული პრინცები, ციხის ნაცვლად ფეშენებელურ სასტუმროში გამოკეტეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-11-08 09:09:31 · 563 ნახვა

საუდის არაბეთის პრინცები, რომლებიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, ციხის ნაცვლად Ritz-Carlton-ის ფეშენებელურ სასტუმროში ჰყავთ გამოკეტილი. როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება ერ-რიადში მდებარე სასტუმრო, რომელშიც პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მონარქები ჩერდებოდნენ, ახლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ციხედ გადააქციეს.

ამჟამად Ritz-Carlton-ში რამდენიმე პრინცი და ყოფილი მინისტრი ჰყავთ გამოკეტილი. მათ შორის სავარაუდოდ, არის ალ-ვალის ბინ თალალი, რომლის ქონებაც 17 მილიარდადაა შეფასებული.

The New York Times-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დარაჯობენ სასტუმროს ნომრებს მცველები. The Guardian-ის ინფორმაციით კი, სასტუმროს სხვა სტუმრებს, ანტიკორუფციული რეიდის დაწყებამდე დაატოვებინეს სასტუმრო.

ის, რომ ახლა Ritz-Carlton-ი ციხედ არის გადაქცეული, ისიც ადასტურებს, რომ სასტუმროში ნომრების დაჯავშნა ახლო მომავალში შეუძლებელია. ზოგადად, ამ სასტუმროში ერთი ღამის გატარება 350 დოლარი ღირს.



ავტორი: Mediamall.ge