საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ჭავჭავაძის საფლავზე პანაშვიდს გადაიხდის
ამობეჭდვა · 2017-11-08 09:16:24 · 129 ნახვა

დღეს, 13:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მთაწმინდაზე, წმინდა ილია მართლის განსასვენებელზე პარაკლისს გადაიხდის. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

გუშინ კი საქართველოს  საპატრიარქოში წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

„ილია- ჩვენი თანამედროვე“ - ამ სლოგანით ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.



ავტორი: Mediamall.ge