ავსტრიაში, საქართველოში ჩადენილი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-08 09:23:45 · 526 ნახვა

ავსტრიული მედიის ცნობით, საქართველოში ჩადენილი მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს. 43 წლის მამაკაცი სპეციალური დანაყოფის „კობრას“ მებრძოლებმა ქალაქ ლინცში აიყვანეს.

დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, საქმე 1999 წელს მომხდარ მკვლელობას ეხება.

მამაკაცი ყალბი პირადობის მოწმობით ავსტრიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

როგორც ცნობილია დაკავებულს საქართველოში ექსტრადირებისთვის ამზადებენ.



ავტორი: Mediamall.ge