მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არავინ არის დაკავებული
ამობეჭდვა · 2017-11-08 10:20:00 · 668 ნახვა

მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არავინ არის დაკავებული.

გუშინ საღამოს იქ რუს ტურისტებს დაუპირისპირდნენ და მათი ავტომობილი დააზიანეს. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალიზტები. ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი კი განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია წარედგინათ თუ არა მათ ბრალი ან რა მუხლით დაიწყო გამოძიება. გამოკითხეს ასევე რუსი ტურისტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ისინი დღეს ტოვებენ საქართველოს, შესაბამისად ვერ მიიღებენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, რომელიც გრძელდება. უწყების განმარტებითვე, რუსეთის მოქალაქეების თქმით, ზარალი არ არის დიდი და მომხდარის გამო პრეტენზიას არ გამოთქვამენ. 



ავტორი: MediaMall.ge