ჩემი შანტაჟი არის შეუძლებელი - სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები კიევში მარშის მოწყობას გეგმავენ
ამობეჭდვა · 2017-11-08 10:36:00 · 120 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები კვირას კიევში მარშის მოწყობას გეგმავენ. მოქმედების გეგმა, "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა, რადასთან შეკრებილებს გუშინ საღამოს გააცნო. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში ერთი მოსმენით მიღებული ცვლილებები ხალხის გამარჯვებაა, თუმცა ბრძოლა გრძელდება. პლენარულ სხდომაზე იმპიჩმენტის შესახებ კანონის განხილვისა და ანტიკორუპციული სასამართლოს შესახებ კანონპროექტის ინიცირების მოთხოვნით. 

"დღეს პირველი მნიშნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ამ ადგილმა. მარა ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ამათ სცადეს ჩემი შანტაჟი საქართველოში დეპორტაციით, და ძალიან ცუდად დაამთავრებენ, იმიტომ, რომ არ იციან, რომ ჩემი შანტაჟი არის შეუძლებელი. ნახეს ხალხი როგორ რეაგირებს, ესე გაგრძელდება და დღევანდელი გამარჯვება იყო მხოლოდ დასაწყისი გამარჯვებისა. მე ეს ყველაფერი მაგონებს ვარდების რევოლუციის კლიმატს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 



ავტორი: MediaMall.ge