ტეხასური სასაკლაო- ატირებულ ბავშვებს მიბჯენით ესროდა
ამობეჭდვა · 2017-11-08 11:03:00 · 739 ნახვა

ხმაურდება ტეხასელი მსროლელის საქმის დამატებითი დეტალები. დევიდ კელი 2012 წელს გამოიპარა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, სადაც იძულებითი მკურნალობა ქონდა მისჯილი სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. პოლიციისთვის ეს შემთხვევა ცნობილი იყო. ისმის კითხვა რატომ მოძრაობდა ეს წლები კელი თავისუფლად და მითუმეტეს შეიარაღებული. 


მას ბრალად ედებოდა ასაფეთქებელი მოწობილობის შეტანის მცდელობა ბაზაზე, აგრეთვე ოჯახური ძალადობის მრავალგზის ფაქტები. ეკლელიაშიც კელი სავარაუდოდ სიდედრის მოსაკლავად შევიდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ შესვლისთანავე მან დამიზნებით სროლა დაიწყო, მას მერე რაც შეშინებული მრევლი დაქვა ან ცდილობდა რამეს მოფარებოდა ის სკამებს შორის დადიოდა და ხალხს ხოცავდა, ატირებულ ბავშვებს მიბჯენით ესროდა, ამიტომ მსხვერპლში დიდი რაოდენობითაა ბავშვები. ერთერთი პირველი კელიმ საკურთხევლის უკან დამალული პასტორის ატირებული გოგონა მოკლა. მას

მერე რაც გარედან შემოვარდნილმა ორმა მამაკაცმა მას ესროლა და დაჭრა, დევიდ კელი გაიქცა, მოგვიანებით ამ მოქალაქეების მიერ განხორციელებული დევნის შედეგან ის გზაზე თავისივე მანქანაში მოკლული იპოვეს. დაჭრილმა 26 წლის მკვლელმა სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.


როგორც ცნობილია ამ ინციდენტის დროს დაიღუპა 26 ადამიანი. 20-ზე მეტი კი მძიმედ დაიჭრა.


 



ავტორი: MediaMall.ge