ტეხასელი თავდამსხმელი სიდედრს ემუქრებოდა - ახალი დეტალები
ამობეჭდვა · 2017-11-08 12:02:00 · 108 ნახვა

ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, 26 წლის დევინ პატრიკ კელის, რომელიც ტეხასის ეკლესიაში შეკრებილ მრევლს, საკვირაო წირვის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა, ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა.

ამის შესახებ ინფრომაციას სამართალდამცველები ავრცელებენ. პოლიციელების ცნობით, სიკვიდილ წინ კელიმ მამას გამოსამშვიდობებლად დაურეკა. 

26 წლის მამაკაცი ტეხასის შტატ ნიუ-ბრაუნფელსში ცხოვრობდა. 2010-2014 წლებში სამხერდრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა, სადაც  დაბალი კვალიფიკაციის მქონე რიგითი იყო. 2012 წელს, კელი ცოლისა და შვილის ცემის ფაქტზე დააპატიმრეს. მან ციხეში 12 თვე გაატარა, შემდეგ კი, სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.  

ადგილობრივი მედიის ცნობით, კელი ათეისტი იყო, რომელსაც მორწმუნე ადამიანებისა და ეკლესიის მიმართ მტრული განწობა ჰქონდა. ოლქ უილსონის შერიფის თქმით, კელის ნათესავები, მათ შორის მისი მეუღლე ტეხასის ბაბტისტური ეკლესიის მრევლი იყო, თუმცა თავდასხმის დროს, ის საკვირაო წირვაზე არ ყოფილა.

ტეხასის შტატის საზოგადოებრვი უსაფრთხოების დეპატრამენტის დირექტორის, ფრიმენ მარტინის განცხადებით, კელის თავდასხმის მიზეზი არა რელიგიური შეხედულებები, არამედ ოჯახში არსებული კონფლიქტი გახდა. მისი განმარტებით, ბოლო დროს მას სიდედრთან ურთიერთობა დაეძაბა და მუქარის შემცვლელი შეტყობინებებიც კი გაუგზავნა მეუღლის დედას. 

ახალგაზრდა მამაკაცის მსხვერპლი 5-დან 72-წლამდე 26 ადამიანი გახდა. 23-ის ცხედარი ეკლესიაში იპოვეს, ორი მოკლული ადამიანი კი, გარეთ აღმოაჩინეს, ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, 5 ან 6 მსხვერპლი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. დაღუპულების ვინაობა არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ 14 წლის გოგონას სახელი - ანაბელი. ის ეკლესიის მსახურის შვილი იყო. თავდასხმის დროს მისი მშობლები ქალაქგარეთ იმყოფებოდნენ. 



ავტორი: MediaMall.ge