"დინამო თბილისი" ფიბა ევროპის თასზე „ლუკოილ აკადემიკს" უმასპინძლებს
ამობეჭდვა · 2017-11-08 12:28:00 · 67 ნახვა

საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“  8 ნოემბერს, ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი  ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს.

შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში  (მის: კოსტავას ქ. N75) 8 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. დინამოელებმა ესპანურ „ხუვენტუტთან“ 2 მატჩის ჯამში წააგეს, საკვალიფიკაციო ეტაპს  გამოეთიშნენ და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლეს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი E ჯგუფში რუმინულ „კლუჟ-ნაპოკასთან“, თურქულ „ისთანბულთან“ და ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკთან“ მოხვდა. გათამაშების ფორმატის თანახმად მთლიანობაში მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დარჩენილი აქვს და მის მისაღწევად 8 ნოემბრის მატჩში გამარჯვება აუცილებლად სჭირდება. 



ავტორი: MediaMall.ge