იაპონიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი
ამობეჭდვა · 2017-11-08 12:34:00 · 91 ნახვა

იაპონიაში, გუმას რეგიონში სატვირთო ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბორტზე 4 ადამიანი იმყოფებოდა, იაპონიის ავიახაზებში ვარაუდობენ, რომ ოთხივე მათგანი დაიღუპა.

იაპონური ტელეარხის, Nippon Television Network-ის ინფორმაციით, სოფელ უენომურას სიახლოვეს ჩამოვარდნილ ვერტმფრენს AS 332 მიწაზე დაცემის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის მიზეზები უცნობია.



ავტორი: MediaMall.ge