როჯერ ფედერერმა ჩოგბურთი კილტში გამოწყობილმა ითამაშა
ამობეჭდვა · 2017-11-08 12:41:45 · 160 ნახვა

გლაზგოში შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა და შოტლანდიელი ენდი მარეის საგამოფენო მატჩს 11 ათასი მაყურებელი დაესწრო. ბილეთების რეალიზაციიდან დაგროვილი თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

როჯერმა ერთი სეტი შოტლანდიურ ტრადიციულ სამოსში, კილტში გამოწყობილმა ჩაატარა, შეხვედრა კი ფედერერმა ანგარიშით 6:3, 3:6, 10:6 მოიგო.

 



ავტორი: MediaMall.ge