საპატიმროს გარეთ მყოფ მუხტარლი გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენას იქონიებ - ბაქოს საქალაქო სასამართლო
ამობეჭდვა · 2017-11-08 13:00:00 · 100 ნახვა

ჟურნალისტ აფგან მუხტარლის აღკვეთის ღონინისძიების შეცვლაე აზერბაიჯანის სასამართლომ უარი განაცხადა. Кавказсикй узел-ის ცნობით, ჟურნალისტის ადვოკატი აცხადებს, რომ მუხტარლისთვის შინაპატიმრობას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ საპატიმროს გარეთ მყოფ მუხტარლის გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენა შეუძლია იქონიოს.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი  კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. ბაქოს საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 



ავტორი: MediaMall.ge