ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ამობეჭდვა · 2017-11-08 13:10:00 · 88 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადვოკატებისადმი მიმართვას ავრცელებს. 

ის ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს - ადვოკატებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება, რაც თქვენს პროფესიას გამორჩეულს ხდის. ადვოკატის პროფესიას თავად ქვეყნის უმთავრესი კანონი - კონსტიტუცია იცავს, რომლის ახალი რედაქცია კიდევ უფრო აძლიერებს თქვენს დამოუკიდებლობასა და პროფესიულ გარანტიებს. ეს თავისთავად მეტყველებს თქვენი - ადვოკატების განსაკუთრებულ როლსა და ადგილზე სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ამ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში",-წერია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში. 

 



ავტორი: MediaMall.ge