ვლადიმერ პუტინი მზად არის, დონალდ ტრამპს შეხვდეს
ამობეჭდვა · 2017-11-08 13:19:00 · 93 ნახვა

ვლადიმერ პუტინი მზარ არის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვიეტნამში დაგეგმილ ეკონომიკურ სამიტზე შეხვდეს. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„დონალდ ტრამპის განცხადება ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თაობაზე ჩვენთვის ცნობილია.  ორი ქვეყნის ლიდერის სამუშაო გრაფიკი შეჯერდება და შემდეგ გამოვაცხადებთ შეხვედრის თარიღს“ - აღნიშნა მინისტრმა.

ლავროვის თქმით, ამავე სამიტზე ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდება.

„ტილერსონთან ორმხრივ ურთიერთობებს განვიხილავთ, ასვე კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ პრობლემებზე, სირიის კონფლიქტის მოგვარებაზე, ერაყზე, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე და უკრაინაზე ვიმსჯელებთ“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცოტა ხნით ადრე კი, ტრამპმა ტელეარხ Fox News-თან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებების გამართვა ძალიან მნიშნელოვანია. ის მიიჩნევს, რომ მოსკოვს შეუძლია ფხენიანზე ზეწოლა გააძლიეროს.

კრემლში აცხადებენ, რომ თუ ასეთი შეხვედრა შედგება, პოლიტიკოსები აუცილებლად იმსჯელებენ ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე.

ეკონომიკური სამიტი ვიეტნამში 10-11 ნოემბერს გაიმართება.

 

 

 

 



ავტორი: MediaMall.ge