800 მილიარდი დოლარის კონფისკაცია - დაკავებული პრინცების საქმე
ამობეჭდვა · 2017-11-08 13:55:00 · 864 ნახვა

საუდის არაბეთის ხელისუფლება კორუფციაში ეჭვმიტანილი პრინცებისა და ჩინოსნების ქონებიდან 800 მილიარდი დოლარის კონფისკაციას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავცელებს.


ბრალდებულების ფინანსური აქტივების უდიდესი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა, რაც ქვეყანაში ფულის დაბრუნების მცდელობას ართულებს, თუმცა, ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებენ, რომ ამ თანხის ნაწილიც კი გამოასწორებს საუდის არაბეთის ფინანსურ მდგომარეობას.


საუდის არაბეთში, კორუფციის ბრალდებით სამართალდამცავებმა 11 პრინცი და ათობით თანამდებობის პირი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.


დაპატიმრებულთა შორისაა ცნობილი მილიარდერი ინვესტორი - პრინცი ალ-ვალიდ ბინ თალალ, ასევე, 10 სხვა პრინცი, ოთხი მინისტრი და ათობით ყოფილი მინისტრი. პრინცების და მოქმედი მინისტრების გარდა, კიდევ 38 ადამიანია დაკავებული, რომელთა შორის, ყოფილი მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები არიან. ყველა მათგანის მიმართ ბრალდება ერთია - კორუფციული გარიგებები და ფულის გათეთრება. 


დაპატიმრებები განხორციელდა საუდის არაბეთში დაწყებული მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში.


ალ ვალიდ ბინ თალალის დაპატიმრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დიდი რეზონანსი მოჰყვა. თალალი, რომელიც ადრე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანია. იგი აკონტროლებს საინვესტიციო კომპანია Kingdom Holding-ს, ფლობს News Corp-ის, Citigroup-ის, twitter-ის და სხვა მრავალი ცნობილი კომპანის მსხვილ წილებს, პრინცი ალ ვალიდ ბინ თალალი,



ავტორი: MediaMall.ge