ტექდათვალიერების გარეშე მოძრაობისთვის მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება
ამობეჭდვა · 2017-11-08 15:09:00 · 357 ნახვა

პარლამენტში შევიდა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სავალდებულო ტექდათვალიერების გარეშე მოძრაობისთვის ჯარიმებს ადგენს. 

კანონპროექტის მიხედვით, ავტომფლობელები ტექდათვალიერების გავლის გარეშე მოძრაობისთვის 50 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმა 200 ლარი იქნება. თუ პირები ჯარიმას გადაიხდიან, მათ ტექდათვალიერების გავლა მაინც მოუწევთ, ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში კი მაქსიმუმ 500-ლარიანი საურავი დაეკისრებათ. თუ პირები საურავს არ გადაიხდიან, აღნიშნულ ავტომობილს მოძრაობის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერდება.


პროექტის მიხედვით შემოწმება ქვეყანაში არსებულმა მთელმა ავტოპარკმა 2020 წლამდე პერიოდში უნდა გაიაროს. კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა.

ქვეყანაში ტექდათვალიერების ამოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.



ავტორი: MediaMall.ge