კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 2017-11-08 16:52:00 · 282 ნახვა

ხვალ, 9 ნოემბერს, კომპანია “თელასი” ნაძალადევის რაიონში, აბრეშუმის ქვესადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში მაღალი ძაბვის 6 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშება. 

ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მუხრანის სატუმბო სადგურს, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას გამოიწვევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 9 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

წერონისის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებს; ჯავის, ბენდელიანის და ბეჟანიშვილის ქუჩების ნაწილს; ლოტკინის ხევის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
 



ავტორი: MediaMall.ge