ფრანგი ქალბატონი გზიდან გადავარდნილ მანქანაში დახმარებას 3 დღე-ღამის განმავლობაში ელოდა
ამობეჭდვა · 2017-11-08 16:56:00 · 161 ნახვა

საფრანგეთში, ქვეყნის სამხრეთით, 28 წლის ქალბატონი გზიდან გადავარდნილ ავტომანქანაში დახმარებას სამი დღე-ღამის განმავლობაში ელოდა. ფანი ბრუნო მეგობრისგან ბრუნდებოდა, როცა მისმა Ford Puma- ს მარკის ავტომანქანამ მართვა დაკარგა და გზიდან ტყის მასივში გადავარდა. 


ფანის ტელეფონი მწყობრიდან გამოვიდა და დაკავშირებას ვერავისთან ახერხებდა, შეუძლებელი აღმოცნდა მანქანიდან გადმოსვლაც.


დაკარგული ქალბატონის ძებნა მხოლოდ მესამე დღეს დაიწყეს. პოლიციამ დაკარგულის ადგილმდებარეობა იმის მიხედვით დაადგინა, სადაც მისი ტელეფონის სიგნალი ბოლოს დაფიქსირდა. 


BFMTV-ს ცნობით, საძიებო ოპერაცია საკმაოდ რთული აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ტყის მასივში გადავარდნილი მანქანა არ ჩანდა.


ფანი ბრუნოს მდგომარეობა რთულია, იგი საავადმყოფოშია მოთავსებული.



ავტორი: MediaMall.ge