ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 2017-11-08 17:17:00 · 90 ნახვა

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებული ორი პირი გადასცა. 


Sputnik Южная Осетия ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ 3-5 ნოემბერს, ზნაურის რაიონის სიახლოვეს, ე.წ. მესაზღვრეებმა ქარელის რაიონის ორი მაცხოვრებელი, ზემფირა ფლიევი და ფრიდონ ჯერანაშვილი დააკავეს. 


სოფელ ატოცის მაცხოვრებელი ფლიევი და ჭვრინისის მკვიდრი ჯერანაშვილი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ე.წ. საჯარიმო თანხის, თითოეულზე 2000 რუსული რუბლის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს.



ავტორი: MediaMall.ge