28 წლის ქალი ჯილეხით გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 2017-11-08 18:52:00 · 160 ნახვა

ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია  imedinews-ს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა მაკა გაბუნიამ დაუდასტურა.

,,პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის წინ მიმართა, მას აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ყელის შეშუპება, მონაცისფრო ნადებები. მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც 6 ნოემბერს გარდაიცვალა",-განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, ჯილეხის დიაგნოზი დადასტურდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით.

2017 წელს ფოთში ჯილეხის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.



ავტორი: MediaMall.ge