„მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ადვოკატი
ამობეჭდვა · 2017-11-08 19:23:54 · 691 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ქართველი ადვოკატი  მალხაზ ველიჯანაშვილი, დაკავებულის უკრაინელ ადვოკატზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ველიჯანაშვილმა "ნიუპოსტთან" განაცხადა.

"უკრაინელი ადვოკატის ინფორმაციით მეგის ქარდავა არის ნაცემი. დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ქარდავა პროცესზე ვერ მივიდა და ციხიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაერთო. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

 



ავტორი: Mediamall.ge